უმაღლესი დონის ვიზუალური ესთეტიკა და
კინემატოგრაფიული სტანდარტი — დახვეწილი
წარმოების პირობებში.
ფართობი — 1074 მ²
სიმაღლე — 12.3 მ
ფართობი — 2045.5 მ²
სიმაღლე — 14.8 მ
ფართობი — 1074 მ²
სიმაღლე — 12.3 მ
ფართობი — 723.7 მ²
სიმაღლე — 11.5 მ
შემოქმედებითი და ადმინისტრაციული სივრცეები
საგრიმიოროები
გასახდელები
რესტორანი
ოფისები
სცენარისტების ოთახები
პოსტ-პროდაქშენის ცენტრი
მონტაჟის ოთახები
ხმის მიქსინგის სტუდიები
ფერების კორექციის (Color Grading) სივრცეები
ჩვენების დარბაზები
კინოთეატრი
ავტოსადგომი
 108 მსუბუქი ავტომობილის ადგილი
6 სატვირთო ავტომობილის ადგილი
დამატებითი ავტოსადგომი
72 მსუბუქი ავტომობილის ადგილი
 12 სატვირთო ავტომობილის ადგილი
გარე გადასაღები დეკორაციები
ქართული ეზო
ქალაქის ქუჩები
აღმოსავლური ბლოკი
სასტუმრო
ვაზიანი, საქართველო — სამხრეთ კავკასია, საერთაშორისო
აეროპორტი
დან 20 წუთის სავალზე.
Vaziani X Studios წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებულ კინოწარმოების ეკოსისტემას. ეს არის კომპლექსი, რომელიც შექმნილია კინემატოგრაფიული ციკლის სრული სპექტრისთვის: იდეის დამუშავებიდან და გადაღებიდან — პოსტ-პროდაქშენამდე და ვიზუალურ ეფექტებამდე.

სტრატეგიულად დაგეგმილი კომპლექსი აგებულია ეფექტურობის, მასშტაბირებისა და შემოქმედებითი მოქნილობის გათვალისწინებით, რაც მხარს უჭერს მაღალი კლასის მხატვრულ ფილმებს, დაბალბიუჯეტიან და დამოუკიდებელ კინოპროექტებს, დოკუმენტურ ფილმებსა და სერიალურ სატელევიზიო კონტენტს.
Vaziani X Studios-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კომპლექსის მთელი სივრცის, როგორც პოტენციური გადასაღები გარემოს აღქმაა. როგორც ინტერიერები, ასევე ექსტერიერები მაქსიმალურად არის მომზადებული სწრაფი ტრანსფორმაციისათვის სრულფასოვან გადასაღებ ლოკაციად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ხარჯებს.

10 მიზეზი, რატომ უნდა გადაიღოთ საქართველოში

01
შთამაგონებელი ლოკაციები: ერთ დღეში გადაიღეთ სუბტროპიკული, სანაპირო, ალპური, უდაბნოსა და ტყის ულამაზესი ხედები.
02
მარტივი ქეშ-რებეიტის სისტემა — „one-stop-shop“ პრინციპი, ბიუროკრატიის გარეშე.
03
ბიზნესზე ორიენტირებული გარემო — მოქნილი შრომითი ბაზარი, დაბალი ენერგოტარიფები და დაბალი გადასახადები (საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოში საგადასახადო სიმსუბუქით - World Economic Forum).
04
სრულად ხელმისაწვდომი საჯარო ადგილები უფასოდ.
05
ექვსი კლიმატური ზონა და ხანგრძლივი მზიანი დღეები.
06
არქიტექტურის უნიკალური სინთეზი — 

შუა საუკუნეების და თანამედროვე ევროპული, აზიური და საბჭოთა სტილის შერწყმა.
07
მაღალ სიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
08
თანამედროვე ინფრასტრუქტურა 
მოიცავს სამ საერთაშორისო აეროპორტს, სატვირთო და სამგზავრო პორტებს, 
ასევე კარგად ჩამოყალიბებულ საავტომობილო და სარკინიგზო კავშირებს მთელ საქართველოში.
09
კონკურენტული ფინანსური წახალისება — 25%-მდე ქეშბექი.
10
კინო ინდუსტრიისადმი მეგობრული საზოგადოება.
More reasons

Vaziani X Studios იყენებს უახლეს ტექნოლოგიურ საშუალებებს, მუდმივად ვითარდება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და აყალიბებს აუდიოვიზუალური კონტენტის შექმნის ახალ სტანდარტს.

მომავალი უკვე აქ არის

მომავლის ტექნოლოგიები
დღეს

გადაიღე
გადაღების პავილიონები / კინოსტუდიები

1. ფართობები: 724 მ²-დან 2,078 მ²-მდე

2. ჭერის სიმაღლე: 12–15 მეტრი. სტუდიები სრულად ადაპტირებულია მაღალი დონის კინოწარმოების სტანდარტებზე.

გარე გადასაღები კომპლექსები

1. მცირე კომპლექსი: ასახავს ტრადიციული ქართული ისტორიული ქალაქების იერსახეს: მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ვიწრო ქუჩები, აივნები, კიბეები. კომპლექსის ნაწილი იძლევა აღმოსავლური ქალაქების არქიტექტურულ სურათს (ბუხარა, ხივა ან ოტრარი).

2. 10 ჰექტარიანი სივრცე: მოიცავს ურბანულ დეკორაციებს: ნიუ-იორკის სტილის ქუჩები, ევროპული და ახლო აღმოსავლური ქალაქების იმიტაცია.

შექმენი
სპეციალური ეფექტების (SFX) ცენტრი

1. პრაქტიკული ეფექტები — პიროტექნიკა, ატმოსფერული ეფექტები (წვიმა, ნისლი, თოვლი), დასაშლელი რეკვიზიტი.

‍2. Motion Capture (MoCap) — სივრცე 360° კამერის ტრეკინგით და კოსტიუმებით.

‍3. Green Screen — სივრცეები ვირტუალური წარმოებისთვის რეალურ დროში.

‍4. მექანიკური ეფექტები — ანიმატრონიკის საწარმო.

სახელოსნოები

1. დეკორაციების მშენებლობის სახელოსნო (ხისა და მეტალის დამუშავება).

2. ფერწერისა და სცენოგრაფიის სტუდია.

3. კოსტიუმისა და რეკვიზიტის დიზაინის სივრცეები.

4. ელექტრონიკის ლაბორატორია მართვის სისტემებისთვის.

იმუშავე კომფორტში
შენახვა და ლოგისტიკა

სპეციალიზებული საწყობები დეკორაციების, განათების და ტექნიკისთვის. ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი ნედლეულის შესანახად. RFID სისტემა ინვენტარის მართვისთვის.

კომფორტი და სერვისები

1. სასტუმრო, კინოთეატრი (20–50 ადგილიანი) Dolby Atmos სისტემით.

2. კაფეტერია და ქეითერინგული მომსახურება.

3. პარკინგი — გადამღები ჯგუფის, მსახიობების და მძიმე ტექნიკისთვის (ელექტრომობილების დამტენებით).

უსაფრთხოება და მდგრადობა
უსაფრთხოება

1. ცეცხლგამძლე ზონები, ფეთქებადგამძლე გაყვანილობა, სპეციალური ვენტილაცია.

2. მაღალი რისკის SFX აქტივობების სერტიფიკაცია.

3. 24/7 ვიდეომონიტორინგი და კონტროლირებადი წვდომა.

4. იზოლირებული ზონები VIP პირებისთვის და ცალკე სივრცეები პარალელური პროექტებისთვის.

მდგრადობა და ინოვაცია:

1. LEED სტანდარტი: ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილება და მზის პანელები.რესურსების დაზოგვა: წვიმის წყლის შეგროვება და გადამუშავება.

2. რესურსების დაზოგვა: წვიმის წყლის შეგროვება და გადამუშავება.

3. ინოვაცია: მოდულური დეკორაციები მასალების ხელახალი გამოყენებისთვის და ელექტროტრანსპორტი მოედანზე.

სტუდიის სრული ტერიტორია
33 016 მ2
კომპლექსის შენობები
23 025 მ2